26 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
"აგენტებმა უკვე დაიწყეს თვითონ საუბარი თავიანთ აგენტურულ შემოქმედებაზე" - დიმიტრი ხუნდაძე "ხალხის ძალის" განცხადებაზე

ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება აღარასოდეს უნდა დაუშვას, რათა საქართველოში მშვიდობას და განვითარებას ფუნდამენტური საფრთხე აღარასოდეს შეექმნას -საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია რომ საქართველოს ერთხელ უკვე მართავდა აგენტურა და მაშინ ეს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლების სათავეში აგენტურის ყოფნა სახელმწიფოსთვის უდიდესი საფრთხის შემცველია.

წერილის გავრცელების შემდეგ მედიასთან განმარტება გააკეთა ხალხის ძალის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დიმიტრი ხუნდაძემ.

"აგენტებმა უკვე დაიწყეს თვითონ საუბარი თავიანთ აგენტურულ შემოქმედებაზე. რურუა აბრალებს მერაბიშვილს, რომ ის არის რუსული ინტერესების მატარებელი, მერაბიშვილი კი სააკაშვილს სდებს ბრალს 2008 წლის სამწუხარო შედეგების გამო. მიშას დედა, როგორც გახსოვთ, ანგარიშსს უწევს, რას იტყვიან რუსეთში მიშას შესაძლო ჩამოსვლაზე, მგონი ეს ყველას გახსოვთ და ეს არის აგენტურული სქემა,"- აცხადებს ხუნდაძე.

დღის ამბები