26 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
"ჩვენ არ ვაპირებთ ზეიმს... ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს" - ლევან ხაბეიშვილი

შიდაპარტიულ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" ახლადარჩეული თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პირველ განცხადებას აკეთებს.

როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, დღეიდან "ნაციონალური მოძრაობა" ახალი შემართებით იწყებს ბრძოლას. 

"ჩვენ არ ვაპირებთ, ცხადია, ზეიმს, დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს, ზუსტად ისე, როგორც მიშამ და მისმა თანამებრძოლებმა გააკეთეს 2003 წელს.

ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, ვინც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის. მიშა, მინდა, შეგპირდე, რომ ჩვენ იქამდე არ გავჩერდებით, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, საქართველოს თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი. 

ეს გამარჯვება ასევე ეკუთვნის ნიკა მელიას და მის მომხრეებს, ნონა მამულაშვილს და მის მხარდამჭერებს, გიორგი მუმლაძესა და მის დაუღალავ თანამებრძოლებს. მე დღეს მეგობრობის ხელს გიწვდით. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გავერთიანდეთ," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

დღის ამბები