26 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი პატივს სცემს მელიას და მიაჩნია, რომ ის არის ნამდვილი გმირი, ამავე დროს, გამარჯვებას ულოცავს ხაბეიშვილს - გიული ალასანია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნების შედეგებს ეხმიანება გიული ალასანია. მისი თქმით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს, ხოლო ნიკა მელიას დიდ პატივს სცემს და მიაჩნია, რომ  მელია არის გმირი.

"მან აღნიშნა, რომ ძალიან პატივს სცემს მელიას. მიაჩნია, რომ ის არის ნამდვილი გმირი. ამავე დროს, ის ულოცავს ხაბეიშვილს გამარჯვებას, უსურვებს მას ძალიან დიდ წარმატებებს. ამასთან, უნდა, რომ ყველა მონაწილეს, ვინც არის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, შეახსენოს, რომ ძალა არის ერთობაში და რომ არავინ იფიქროს რაღაც განხეთქილებაზე," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

დღის ამბები