26 ნოემბერი 2024,   23:14
ვრცლად
დიდი ალბათობით, ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ - კობა ნაყოფია

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობისთვის აღარ იბრძოლებს. 

ამასთან, ნაყოფია არ ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ორ ფლანგად დაიშლება.

"პოლიტსაბჭოს არჩევნები არის დაგეგმილი მარტში, ეს ისედაც დაგეგმილი იყო. მე, დიდი ალბათობით, არ მივიღებ მონაწილეობას, არა მგონია, რომ [პარტია] 2 ფლანგად დაიშალოს. ამ არჩევნების პროცესშიც დაინახეთ, რომ არის ძალიან დიდი პარტია დ არა მგონია ეს პროცესები მოჰყვეს, თუმცა გადანაცვლებები მოხდება მმართველ რგოლში," - განაცხადა კობა ნაყოფიამ.  

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

დღის ამბები