26 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინაში შეჭრამდე პუტინი ბრიტანეთს სარაკეტო დარტყმით დაემუქრა

უკრაინაში შეჭრამდე ვლადიმერ პუტინი ბორის ჯონსონს სარაკეტო დარტყმით დაემუქრა - ამბობს გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერი BBC-სთან ინტერვიუს დროს.

ჯონსონი ამბობს, რომ სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზინდეტმა უთხრა, რომ ბრიტანეთზე დარტყმას "მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდებოდა". მისივე თქმით, მან გააფრთხილა პუტინი, რომ უკრაინაში შეჭრა გამოიწვევდა დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას და ნატო-ს მეტი ჯარების რაოდენობის გაზრდას რუსეთის საზღვრებზე.

"მან თქვა: "ბორის, შენ ამბობ, რომ უკრაინა არ აპირებს ნატოში გაწევრიანებას უახლოეს მომავალში".

მან ეს ინგლისურად თქვა: "უახლოეს მომავალში. რას ნიშნავს უახლოეს მომავალში?"

და მე ვუპასუხე: " ის არ შევა ნატოში უახლოეს მომავალში, ეს შენ მშვენივრად იცი"

ის ერთ მომენტში დამემუქრა და მითხრა: " იცი, ბორის, არ მინდა შენთვის ზიანის მოყენება, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება", თუ რაღაც მსგავსი.... მაგრამ მე ვფიქრობ რომ იმ ძალიან მშვიდი ტონით, რომლითაც ის საუბრობდა, ცდილობა უბრალოდ ეთამაშა ჩემს მცდელობებთან, რომ მოლაპარაკებაზე დამეთანხმებინა," - ჰყვება ჯონსონი. 

დღის ამბები