26 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
რუსეთს ომის გაჭიანურების და ჩვენი ძალების ამოწურვის იმედი აქვს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ომის გაჭიანურების და უკრაინის ძალების ამოწურვის იმედი აქვს.

პრეზიდენტის თქმით, უნდა დაჩქარდეს უკრაინისათვის საჭირო შეიარაღების მიწოდება. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მცდელობაზე - დააბრუნონ რუსი სპორტსმენები შეჯიბრებებში და ოლიმპიურ თამაშებზე. მისი თქმით, ეს არის მცდელობა მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ ტერორი მისაღები შეიძლება იყოს.

"სიტუაცია ძალიან მძიმეა. ტერიტორიები მუდმივი რუსული თავდასხმების ქვეშაა. ფრონტზე ჩვენი თავდაცვის გარღვევის მუდმივი მცდელობებია. მტერი მიუხედავად მრავალი მსხვერპლისა, ინარჩუნებს შეტევების მაღალ ინტენსივობას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა ძალისხმევამ გადაწონის ოკუპანტების თავდასხმები.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხრიდან თავდაცვის მხარდაჭერის დინამიურობის შენარჩუნება. მიწოდების სიჩქარე იყო და იქნება ამ ომის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. რუსეთს ომის გაჭიანურების და ჩვენი ძალების ამოწურვის იმედი აქვს. ამიტომ დრო უნდა გავხადოთ ჩვენი იარაღი. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ მოვლენები, დავაჩქაროთ უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდება," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები