საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა იყო ერთ-ერთი ძირითადი საკითხი - ცესკოს ხელმძღვანელობასა და ექსპერტებს შორის გამართულ შეხვედრაზე. ექსპერტებმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა და პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა.
ტექნოლოგიური სიახლეების გარდა, ექსპერტები დეტალურად გაეცნენ საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი 4 წლის სტრატეგიული გეგმის პროექტს.