ქალაქ მაინცში, იქ, სადაც წარსულში გუტენბერგმა წიგნის ბეჭდვა გამოიგონა, ნინო ხარატიშვილი კარლ ცუკმაიერის მედლით დააჯილდოვეს. ქართველ მწერალს აღიარება გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა. ნინო ხარატიშვილის ყოველ ახალ რომანს დიდი ინტერესით ელოდება ჯერ გერმანელი მკითხველი, შემდეგ კი მისი წიგნების თარგმანს ველოდებით ქართველები.
თითოეული მისი ნაწარმოები ბესთსელერია, ვრცელია მოპოვებული პრემიების ჩამონათვალიც. რაც შეეხება ნინო ხარატიშვილის ბოლო წიგნს- "უკმარი სინათლე"დღეს, ამ რომანზე მთელი საქართველო საუბრობს- ორი ტირაჟი რამდენიმე კვირაში ამოიწურა .