სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად "კურიერი P.S-ის" კამერამ სიბინძურე, გაურეცხავი პროდუქტი, ჭურჭელი და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გადაიღო. ობიექტები, სადაც ინსპექტორები შევიდნენ ბევრი თქვენგანისთვის კარგად ნაცნობია. აღმოჩნდა, რომ ზოგ შემთხვევაში კვების ობიექტებს მუშაობის უფლებაც არ ჰქონდათ, რადგან როგორც გაირკვა, საშაურმეები რეგისტრირებული საერთოდ არ ყოფილა.
"კურიერი P.S." კამერამ გადაიღო კვების ისეთი ობიექტებიც, სადაც წყალიც კი არ ჰქონდათ, შესაბამისად ადგილზე არ ირეცხებოდა პროდუქტი და ჭურჭელი. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს იმდენად მძიმე სურათი დახვდათ, რომ ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე საშაურმე დალუქეს. შემოწმების შესახებ სწრაფად გავრცელდა ინფორმაცია, რის გამოც ზოგმა ობიექტმა დახურვის გადაწყვეტილება თავად მიიღო.
კამერის გამოჩენის შემდეგ, საშაურმეების ხელმძღვანელები აგრესიულები გახდნენ და გადაღებული მასალის წაშლაც მოითხოვეს. როგორ მზადდება შაურმა თბილისში, რა სურათი დახვდა "კურიერი P.S." გადამღებ ჯგუფს, დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე და რა გადაწყვეტილება მიიღო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.