26 ნოემბერი 2024,   22:14
ვრცლად
ვის მოიაზრებს რუსეთის აგენტად სააკაშვილი და ვინ გახდება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე - პარტიაში დაძაბულობამ იმატა

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაძაბულობამ პიკს მიაღწია, პარტია თავმჯდომარეს ირჩევს. კანდიდატი ოთხია - მელია, ხაბეიშვილი, მამულაშვილი და მუმლაძე.

შედეგები ხვალ გაირკვევა, მაგრამ ახალი თავმჯდომარის ვინაობის გარკვევამდე, სხვა ბევრი რამ ხდება ცნობილი. მაგალითად ის, რომ პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი უკვე არ გამორიცხავს, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლის დამგეგმავები, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

ექსპრეზიდენტის ეს ეჭვები კი რამდენიმე ნაწილად დაყოფილი "ნაციონალების" დღის წესრიგს, საერთოდ თავდაყირა აყენებს. სანამ გავიგებთ იქნება თუ არა დიდ პოლიტიკური გაყრა, ყოფილი და მოქმედი "ნაციონალები" ახლა იმას არკვევენ, ვის მოიაზრებს რუსეთის აგენტებად მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუს მალევე მოჰყვა ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომელიც სააკაშვილს მეგობარს უწოდებს და წერს:

"რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით."

ავტორი:იზი ბურნაძე

დღის ამბები