26 ნოემბერი 2024,   22:15
ვრცლად
"ნაცმოძრაობაში" შექმნილი ორი ძალა ცდილობს, ამომრჩეველს თავი მოაწონოს იმით, თუ ვინ უფრო მეტი დამაზიანებელი რესურსი მატარებელია- გიორგი ვოლსკი 

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე არჩევნებს მმართველი გუნდი აფასებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ არჩევნებს ქართულ პოლიტიკაზე არანაირი გავლენა არ ექნება, ვინაიდან მათი თქმით, რეალურად საქმე კლანურ დაპირისპირებაშია,ხოლო მიზანი კი ერთია, ორივე მხარე ცდილობს, პარტია სრულად ჩაიგდოს ხელში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნებში იმის მიხედვით არ მოხდება გამარჯვება, თუ ვინ უფრო დამაზიანებელი ქმედების ჩამდენია. 

"აი, ეს ორი დაპირისპირებული ძალა, რომელიც "ნაცმოძრაობაში" შეიქმნა დღეს, ცდილობს თავის ამომრჩეველს თავი მოაწონოს იმით, თუ ვინ უფრო მეტი დამაზიანებელი რესურსი მატარებელია. ვფიქრობ, იმედია ამ ნიშნით არ იქნება არჩევნების შედეგები განპირობებული,"-აცხადებს გიორგი ვოლსკი.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას თქმით კი, მას მოლოდინი აქვს, რომ შიდა პარტიულ არჩევნებს "ნაცმოძრაობაში" ხაბეიშვილი მოიგებს. 

"ნაცმოძრაობაში ველოდები ცვლილებებს. ამ ცვლილებების სიმბოლო არის ჩემი ხაბე და ხაბე უნდა გახდეს თავმჯდომარე- მე მაქვს ეს მოლოდინი. სხვა შედეგს მე არ მივიღებ, არ მივცემ ლეგიტიმაციას. იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, ჩემს ხაბეს შიგნით გაუყალბეს,"-აცხადებს ირაკლი ზარქუა.  

 

დღის ამბები