ირანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულების და გარდაცვლილების რიცხვი გაიზარდა.
როგორც ირანული მედია იუწყება, მიწისძვრას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 816 კი დაშავდა.
მედია წერს იმასაც, რომ მიწისძვრის სიმძლავრემ 5,9 მაგნიტუდა შეადგინა და ეპიცენტრი დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, ხოის დასახლებასთან ფიქსირდებოდა. ამასთან, სტიქიამ 70 სოფელს მიაყენა ზიანი.