ფრონტის ხაზი უცვლელია - ომის 339-ე დღეს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილი ისევ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია.
აგრესორი მშვიდობიან მოსახლეობას მიზანმიმართულად ანადგურებს. იბომბება საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები. რუსულ ბომბებს კი უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. რუსეთი გაჩერებას არ აპირებს, მეტიც, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებით, 24 თებერვლამდე რუსები შეტევის ახალი ტალღისთვის ემზადებიან.
ომის შესწავლის ინსტიტუტი კი ირწმუნება, რომ ვლადიმირ პუტინი მზადა არის, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი კიდევ 6 თვით გააჭიანუროს. ამ ფონზე, ომში მყოფი ქვეყნისთვის შეიარაღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია. კიევს კონკრეტული მოთხოვნებიც აქვს.