იერუსალიმში თავდასხმას "ტვიტერის" გვერდზე საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა.
"შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით. ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ. ძალადობის გამართლება არ შეიძლება. ვლოცულობ დაშავებულთა და დაღუპულთა ახლობლებისთვის" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის: იერუსალიმში სროლის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.