სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მამაკაცი გადმოვარდა. 45 წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ადგილობრივია და სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა.
მამაკაცი ერთ-ერთ კომპანიას ჰყავდა დაქირავებული, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას ასრულებდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.