26 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
"არ ვიცი რატომ ხდება ასეთი დაცვა ვანო მერაბიშვილის ამ სტატიასთან დაკავშირებით...თვითონ რატომ უკავშირებს საკუთარ თავს, ჩემთვის გაუგებარია" - ბაჩო დოლიძე სააკაშვილის ინტერვიუზე

მიხეილ სააკაშვილის Spiegel-თან ინტერვიუს და ვანო მერაბიშვილის განცხადებას ეხმაურებიან "ნაციონალურ მოძრაობაში".

"ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივნის, ბაჩო დოლიძისთვის გაუგებარია რატომ აკავშირებს მერაბიშვილი საკუთარ თავს სააკაშვილის ინტერვიუსთან. 

"მე არ ვიცი რატომ ხდება ასეთი დაცვა ვანო მერაბიშვილის ამ სტატიასთან დაკავშირებით. მე ვერ დავაკავშირე და თვითონ რატომ უკავშირებს საკუთარ თავს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ჩემი პოზიცია რომ მქონდეს, ამ საარჩევნო პერიოდში რომ არ ვაპირებ ამაზე ლაპარაკს ზუსტად ვიცი. 

არ შემხვედრია არცერთი ადამიანი ჩემს გუნდში, რომელსაც მე წარმოვადგენ, რომ ასეთი ტიპის განცხადება გაეკეთებინოს. ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, ცილისწამება. დიდი იმედი მაქვს, რომ ნამდვილად არ იგულისხმა, რომ თურმე ჩვენ ვიღაცისკენ ისრები გადაგვაქვს. დამიჯერეთ, ისრების გადატანის გარეშე ჩვენ ძალიან ბევრი მტკიცებულებები გვაქვს კონკრეტულ ადამიანებზე, ვინ უნდა იყოს ამ პროცესებში, როგორი ფორმით ჩართული," - აცხადებს დოლიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი თვითონ იტყვის თუ ვის გულისხმობდა იგი რუსეთის აგენტებში.

"პარტიის ლიდერებისგან მე მსგავსი განცხადებები არ მომისმენია. სოციალურ ქსელში ვიღაც თუ რაღაცას დაწერს, ამას ჩემი აზრით პარტიასთან არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს. თუ რას გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი, მე დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ განმარტავს. არცერთი ჩვენი კოლეგა და თანამებრძოლი მე არ მინდა რამე ისეთში დავადანაშაულო, რის შესახებაც მე ინფორმაცია არ მაქვს," - თქვა ნაყოფიამ.  

დღის ამბები