7 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა სროლის შედეგად იერუსალიმში. გარდაცვლილთა შორის 5 მამაკაცი და 2 ქალია. დაშავებულთაგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. შეიარაღებულმა პირმა მოქალაქეებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი ლოცვის შემდეგ სინაგოგას ტოვებდნენ. სამართალდამცველების ცნობით თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
ისინი მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებენ. ის 21 წლის პალესტინელი იყო. მომხდართან დაკავშირებით, ისრაელის უშიშროების საბჭოს სხდომა დაინიშნა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა ჯენინის დევნილთა ბანაკში რეიდი მოაწყო, სადაც დაპირისპირების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.