რა სტანდარტებით უნდა ჩატარდეს სასამართლო ექსპერტიზა, ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი.
ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ცენტ "ემპათიას" დასკვნის მომზადების პროცესში პროცედურებით და სტანდარტებით არ უხელმძღვანელია. მისი თქმით, ამის მიღმა შეიძლება სუბიექტური ინტერესები იკვეთებოდეს.
როგორც მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, ასეთი პრეცედენტები რეპუტაციულ ზიანს აყენებს ექსპერტების საქმიანობას.
"არის ასეთი დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, ის მართალია საბჭოთა კავშირის დროინდელია, მაგრამ მეც საბჭოთა კავშირის დროინდელი ვარ და ჯიშკარიანიც და ეს არ ნიშნავს ცუდს. ეს არის საკმაოდ სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც გაგრძელებულია და მოქმედებს. ის ამბობს, რომ - "მე ამას არ ვცნობ", არ ცნობს რატომ - ამ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ წამებას და გვემას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი არ აფასებს, ანუ ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. ჩვენი კანონმდებლობა კი, რუსულიდან მოდის, რომელიც მოდის გერმანულიდან და ავსტრიულიდან.
რასაც მე ვხედავ ახლა, "ემპათიის" მოქმედებას, ეს არის პროფესიული მავნებლობა. "ემპათია" რაც მას უნდა, სუფთა პროპაგანდისტული მეთოდებით მუშაობა და ზოგადად საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია, რომელშიც შედის FreeMisha, შედის ლობისტები, შედის აი ეს ხმაური - წამება, რადიოაქტიური ნივთიერებები, მოწამვლები, რომელსაც საფუძველი არ აქვს.
ყველაფრის დარღვევა და ფანტაზიებზე აგება, რომ გინდა ადამიანს მოეხმარო და ყველაფერზე მიდიხარ და ყველაფერს კადრულობ. ეს დაუშვებელია," - აცხადებს ნიკოლეიშვილი.