26 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
დასკვნაზე დასკვნის მომზადების იურიდიული საფუძველი საეჭვოა და მიუთითებს იუსტიციის სამინისტროს მიკერძოებულ სტატუსზე - "ემპათიას" ხელმძღვანელი

ცენტრ "ემპათიის" თუ სამხარაულის დასკვნა - რომელია უფრო სანდრო და რეალურად როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრომ "ემპათიის" დასკვნა სამხარაულში გადაამოწმა, თემა ურთიერთბრალდებების საგანი გახდა. 

დაწუნებული დოკუმენტის ავტორი ორგანიზაცია, რატი ბრაგაძეს ექსპერტთა ჯგუფზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

"ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ემპათიის დასკვნაზე დასკვნის მომზადების იურიდიული საფუძველი საეჭვოა. 

"დასკვნაზე დასკვნის მომზადების იურიდიული საფუძველი საეჭვოა და მიუთითებს იუსტიციის სამინისტროს მიკერძოებულ სტატუსზე. ამგვარი მოქმედება სხვა პატიმრის შემთხვევაში ჩვენთვის უცნობია. გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური თვალსაზრისით დადგენილი დიაგნოზები მდგომარეობით შეესაბამება კლინიკა "ვივამედ" - ში თუ გორის ჰოსპიტალში დასმულ დიაგნოზებს, მაშასადამე, მინისტრის განცხადება, როგორც მინიმუმ, არ შეესაბამება სიმართლეს. რაც შეეხება "წამება"-ზე ექსპერტთა განცხადებებს, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, იგი "არ შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას" - იუსტიციის მინისტრი გულისხმობს: საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ბრძანება N12-08, მოსკოვი 1978, რითაც ამჟამადაც ხელმძღვანელობს სამხარაულის ბიურო," - წერია განცხადებაში.

დღის ამბები