26 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
ფსიქოლოგიურ მკურნალობას ვერ ექნება ეფექტურობა, თუ სააკაშვილი იქნება იმ გარემოში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს - ბრიტანელი ექსპერტი

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო სხდომა იმართება. უკვე 6 საათია კითხვებს პასუხობს ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, რომელმაც თქვა, რომ მისი დასკვნების დიდი ნაწილი მარიამ ჯიშკარიანის მოსაზრებებს და "ემპათიის" დასკვნას ეფუძნება.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მის მიერ ჩატარებული ტესტების შედეგები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესაბამისი იყო და მძიმე დარღვევის პირობებშიც კი პაციენტისგან შესაძლებელია გარკვეული ადეკვატური მონაცემების მიღება.

"სააკაშვილი იღებდა გარკვეულ მედიკამენტებს ფსიქოთერაპიული პროფილის, თუმცა რაც შეეხებოდა სტრესის მოხსნას, შიშებს და განცდას იმისა, რომ ის არის საშიშროების ქვეშ, ამის საწინააღმდეგო მკურნალობა არ მისცემია, რის გამოც, რჩებოდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დაავადება. ამასთან, ფსიქოლოგიურ მკურნალობას ვერ ექნება ეფექტურობა, თუ სააკაშვილი იქნება იმ გარემოში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. სააკაშვილს აქვს დემენცია. მე ასევე მესმის, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტებით განსაზღვრულია, რომ პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია არ უნდა იყვნენ ციხეში," - განაცხადა ბრიტანელმა ექსპერტმა.

ექსპერტს კითხვით მიმართა საქმის პროკურორმა - საიდან დაასკვენით, რომ განხორციელდა ძალადობა

"მე ამ დასკვნამდე მივედი მიხეილ სააკაშვილის მონაყოლით, ასევე რაც მან მის დედას უთხრა. ასევე დავეყრდენი მარიამ ჯიშკარიანის დასკვნას," - აღნიშნა ექსპერტმა.

რაც შეეხება კითხვას, მიხეილ სააკაშვილის წონის კლებაზე, ბრიტანელმა ექსპერტმა ასე უპასუხა - "მე არ მქონია პენიტენციურ დაწესებულებასთან კომუნიკაცია, ეს ინფორმაცია გავიგე მიხეილ სააკაშვილისგან და მარიამ ჯიშკარიანისგან."

დღის ამბები