ჰაიტიზე პოლიციის ოფიცრებმა ქუჩები გადაკეტეს და ძალის გამოყენებით ქვეყნის მთავარ აეროპორტში შეიჭრნენ. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელები იქამდე თავს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციას დაესხნენ.
პოლიციის ოფიცრები ქვეყანაში შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ მათი კოლეგების გახშირებულ მკვლელობებს აპროტესტებენ. მხოლოდ გასულ კვირას შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა 4 პოლიციელი მოკლეს.