26 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
თბილისის საკრებულომ მუშაობა განაახლა - იმსჯელეს 39 საკითხზე, მათ შორის განიხილეს მეტრო სადგურების რეაბილიტაციის პროექტი და ლიფტების პრობლემაც

თბილისის საკრებულომ მუშაობა განაახლა - იმსჯელეს 39 საკითხზე, მათ შორის განიხილეს მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი, ისაუბრეს ლიფტების პრობლემაზეც.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კიდევ 15 ოჯახს დაუკანონეს საცხოვრებელი ფართი. სხდომაზე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები. ისმოდა ურთიერთბრალდებები.

"თქვენ რა გგონიათ, რომ ხალხს რომ ასე მივაჩვევთ, რომ ბაიდენი კაცი დაბერებულია, არაფერი არ ესმის, ვიღაცები მართავენ, ყველას რომ უნდა მაინც და მაინც ჩვენ ჩაგვრთონ ომში, ამას რომ ვაჯერებთ ხალხი ასეთი შტერი გვგონია? თქვენ გინდათ დააშტეროთ თუ რა ხდება? რატომ სხვა არც ერთი ქვეყანა არ უნდათ რომ ომში ჩაითრიონ?" - აცხადებს თბილისის საკრებულოს წევრი და პარტიის ”გირჩი - მეტი თავისუფლებას” წევრი.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.

„დღეს რომ თქვენ ყოფილიყავით ხელისუფლებაში თბილისში იქნებოდა რუსული საოკუპაციო ძალები. ამაში დარწმუნებული ვარ 100%-ით. დანარჩენი ყველაფერი ცხადია არის რიტორიკა და ჩვენ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის გზაზე სწორად და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვით სიარულს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში დაგვიბრუნდება იმით, რომ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი,“ - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

დღის ამბები