ძლიერ წყალდიდობას ებრძვის ახალი ზელანდია - სტიქია უხვმა ნალექმა გამოიწვია. წყალდიდობის შედეგად განსაკუთრებით ოკლენდი დაზარალდა, სადაც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
დატბორილია საცხოვრებელი სახლები და ბიზნეს ობიექტები. ქუჩებში წყლის მაღალი დონის გამო მოძრაობა პარალიზებულია. მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. არსებობს მეწყერის საშიშროებაც.