26 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
"წინასაარჩევნოდ გვესმის ძალიან ბევრი ლოზუნგი, სადღეგრძელო, პოპულისტური განცხადებები - ბაჩო დოლიძე გიორგი მუმლაძეს პასუხობს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის ბრალდებებს უკვე უპასუხეს ნიკა მელიას მხარდამჭერებმა. ბაჩო დოლიძის თქმით, სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნოდ კვლავ გრძელდება პოპულისტური განცხადებები.

"წინასაარჩევნოდ გვესმის ძალიან ბევრი ლოზუნგი, სადღეგრძელო, პოპულისტური განცხადებები. სადაც გახარიას წარმომადგენელია, მანდ ყველა კომისია უმეტესად "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არის დაკომპლექტებული და არ ვაძლევთ "ქართულ ოცნებას" იმის საშუალებას, რომ მოიპარონ ხალხის ფული, ორჯერ ორი - ოთხია, ამაზე ჩვენ ძალიან ბევრი გვისაუბრია და ჯობია იკითხონ, თუ რა სარგებელი მოიტანა აღნიშნულმა კონფიგურაციამ," - ბაჩო დოლიძემ.

ცნობისთვის, შიდაპარტიულ არჩევნებამდე ერთ დღით ადრე, "ნაციონალურ მოძრაობაში" მორიგი ბრალდება ისმის. პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე მოქმედ თავმჯდომარე, ნიკა მელიას ამჯერად საყვედურობს იმის გამო, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში გიორგი გახარიასთან ითანამშრომლა. მან ამ პროცესებს კოალიციაც კი უწოდა და თქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გახარიასთან კავშირმა დიდი დარტყმა მიაყენა, მათ შორის ნიჰილიზმის დათესვის კუთხით.

დღის ამბები