26 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
მივაგეთ პატივი ჰოლოკოსტის მსხვერპლთ, მნიშვნელოვანია, ყველა თაობამ იცოდეს თუ რამხელა დანაშაული იქნა ჩადენილი მე-20 საუკუნეში - შალვა პაპუაშვილი

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა. ისაუბრეს საქართველო ისრაელის მეგობრულ ურთიერთობაზე, ასევე პატივი მიაგეს დაღუპულების ხსოვნას და 6 მილიონი ადამიანის საპატივცემულოდ, სიმბოლურად ექვსი სანთელი აანთეს, წაიკითხეს სამგლოვიარო ლოცვა. ღონისძიებაზე ასევე მოეწყო ჰოლოკოსტს გადარჩენილების შესახებ ფილმის ჩვენება.

"მივაგეთ პატივი ჰოლოკოსტის მსხვერპლებს და მნიშვნელოვანი არის რომ ის, რაც მე-20 საუკუნეში მოხდა, ის ისტორიული ტრაგედია მსოფლიო ისტორიისა, რომ არა მხოლოდ იქნება ეს საერთაშორისო დღე თუ სხვა ასეთი სახის ღონისძიების აღნიშვნა, რომ მნიშვნელოვანი არის, ამ ტრაგედიის შესახებ ცნობიერება ყოველდღიურად იყოს ამაღლებული და ყველა თაობამ იცოდეს თუ რამხელა დანაშაული იქნა ჩადენილი მე-20 საუკუნეში," – ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მიეცადი აღნიშნავს, რომ მსგავსი თანამშრომლობის არსებობს  საქართველოს პარლამენტთან მათთვის დიდი პატივია.

"დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ვიხსენებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლებს. პატივია გვქონდეს ასეთი თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც სიტყვითაც გამოვიდა. ასეთ დღეს მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჩვენს გვერდით არის," - განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადიმ.

დღის ამბები