26 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
კობა ნაყოფიას განცხადება არის ისტორიის გადაწერის მცდელობა, ზოგადად ტერმინი "ფარული ჩანაწერი" ჩვენს ყოფაში სწორედ ენმ-ის რეჟიმის დროს შემოვიდა - შალვა პაპუაშვილი

კობა ნაყოფიას განცხადება არის ისტორიის გადაწერის მცდელობა, ზოგადად ტერმინი "ფარული ჩანაწერი" ჩვენს ყოფაში სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს შემოვიდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებაზე, რომლის მიხედვით, ნაყოფია ვერ გაიხსენებს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ფარული ჩანაწერების გავრცელების ვერც ერთ ფაქტს. ნაყოფიამ აღნიშნა, რომ ეს პარტიისთვის წითელი ხაზია.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების კონტროლი, უკანონო ჩაწერა და მოსმენა არის ის, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" ახასიათებდა.

"ეს არის ისტორიის გადაწერის მცდელობა. არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა საკითხებზეც "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, გადაწეროს ისტორია. ცდილობს იმის შებრუნებასა და სხვა სახით წარმოდგენას, რისი მომსწრეებიც ჩვენ ვიყავით. ზოგადად ტერმინი „ფარული ჩანაწერი“, თუკი დავფიქრდებით, ჩვენს ყოფაში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს შემოვიდა. სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების კონტროლი, უკანონო ჩაწერა და მოსმენა არის ის, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" და მის რეჟიმს განსაკუთრებით ახასიათებდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები