26 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
უნგრეთი ევროკავშირის ნებისმიერ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც გავლენას მოახდენს ბირთვულ ენერგიაზე, ვეტოს დაადებს - ვიქტორ ორბანი 

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთი ევროკავშირის ნებისმიერ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც გავლენას მოახდენს ბირთვულ ენერგიაზე, ვეტოს დაადებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ბუდაპეშტი სანქციებში ბირთვული ენერგიის ჩართვის გეგმის განხორციელებას არ დაუშვებს. მანამდე, უკრაინამ ევროკავშირს მოუწოდა, რუსული სახელმწიფო ბირთვული ენერგეტიკული კომპანია როს-ატომი სანქციებში ჩართოს.

 

დღის ამბები