საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვა ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში ტარდება. სიონის ტაძარში, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა წირვა.
წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ, პირველ ივნისს და 27 იანვარს აღნიშნავს.