ირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. შემთხვევა დილით თეირანში მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია საელჩოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი. დაშავდა 1 ადამიანი. პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.