დაასრულეთ ეს გიჟური ომი - ამ სიტყვებით გამოეხმაურა შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დასავლეთის გადაწყვეტილებას უკრაინისათვის საბრძოლო ტანკების გაგზავნის შესახებ .
"ჯერ ტანკები იქნება, შემდეგ ბირთვული რაკეტები. დაასრულეთ ეს გიჟური ომი ახლა, ეს ხომ ასე მარტივი გასაკეთებელია" - აღნიშნა შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა.
ორი დღის წინ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შტატები უკრაინას აბრამსის 31 ტანკს გადასცემს.