26 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
თაღლითობა "ენერგოპრო ჯორჯიას" სახელით - კომპანია მომხმარებლებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს

თაღლითობა "ენერგოპრო ჯორჯიას" სახელით. კომპანია მომხმარებლებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. ვირუსული ვიდეო რგოლების საშუალებით "ენერგოპრო ჯორჯიას" სახელით მოქალაქეებს ფინანსურ ოპერაციებში ფულის ჩადებას სთავაზობენ. ყველა ვიდეო და სარეკლამო განცხადება კი რუსულ ენაზეა მომზადებული.

თაღლითებმა სარეკლამო რგოლში მეტი კლიენტის მოსაზიდად სალომე ზურაბიშვილის კადრებიც გამოიყენეს და არც იმის თქმას მოერიდნენ, რომ პროექტის განვითარებისთვის რომელშიც მომხმარებლებს თანხის ჩადებას სთხოვენ, პრეზიდენტიც მონაწილეობს. ასე, რომ თუ ინტერნეტ სივრცეში შეგხვდებათ ვიდეორგოლი რუსულ ენაზე, სადაც ასი დოლარის საფასურად გამდიდრებას გთავაზობენ, არ ენდოთ და არ გახდეთ ფინანსური პირამიდის მორიგი მსხვერპლი.

დღის ამბები