26 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
სანამ ჯარისკაცები საკუთარი სისხლის ფასად ქვეყანას იცავენ, უკრაინელი ჩინოვნიკები მდიდრდებიან, მათ შორის არის დავით არახამიას მოადგილე პაველ ხალიმონი

სანამ ჯარისკაცები საკუთარი სისხლის ფასად ქვეყანას იცავენ, უკრაინელი ჩინოვნიკები მდიდრდებიან. ქვეყანაში კორუფციულმა სკანდალმა პიკს მიაღწია, გაზაფხულზე კი მასობრივი დაკავებები დაანონსდა. წმენდა ზელენსკის ადმინისტრაციიდან და მისი პარტიიდან დაიწყო.

იმ დროს, როდესაც კიევის თავზე რუსული რაკეტები და ირანული კამიკაძე დრონები ცვიოდა, მმართველი პარტიის, "ხალხის მსახურის" ფრაქციის მოადგილემ კიევში 60 მილიონ გრივნად შეფასებული ფეშენებელური საცხოვრებელი შეიძინა და სხვის სახელზე გადააფორმა. საუბარია პაველ ხალიმონზე, რომელიც ქართველებისთვის კარგად ნაცნობი დავით არახამიას მოადგილეა. არახამიამ ხალიმონი გაწირა და ძალოვნებს საქმის გამოძიება მოსთხოვა.

მასშტაბურ კორუფციულ სკანდალში არიან გახვეული თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებიც. დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, რომელსაც დენის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების გასათბობად გენერატორები უნდა შეეძინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიარდ 68 მილიონი გრივნიდან 400 ათასი დოლარი ვასილი ლოზინსკიმ მიითვისა.

კორუფციის ექსპერტები კი, კორუფციასთან ბრძოლაში კრახს ზელენსკის უკვე უწინასწარმეტყველებენ, რადგან ომის გამო დანაშაულის მასშტაბები გაიზარდა, მის წინააღმდეგ კი სისტემური ბრძოლა არ მიმდინარეობს.

დღის ამბები