26 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
საქართველოს სატრანსპორტო დერეფნისთვის აშენებული ქარხანა - რუსთავში ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელმა საწარმომ მუშაობა დაიწყო

რუსთავში, წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილ ტერიტორიაზე, ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდა. ამერიკული სტანდარტებით აგებული საწარმო, პარტნიორებს უმაღლესი ხარისხის საგზაო ბიტუმის მიწოდებას სთავაზობს, რომელიც ასფალტის უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენს და გზის საფარის ხარისხს განსაზღვრავს.

რუსთავში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. კომპანიას საკუთრებაში გადაეცა 10 ჰექტრამდე ტერიტორია. იდეა რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება - ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციაა, რომელიც თავისთავად მოითხოვდა მძლავრი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არსებობას.

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დღეს ქვეყანაში ხარისხიან ნავთობპროდუქტების აუცილებლობაზე ისაუბრა.

საგზაო ბიტუმი, აქამდე სრულად 100%-ით იმპორტირებულ ნედლეულს წარმოადგენდა. კომპანია გეგმავს, წელსვე ბაზრის 6 % აითვისოს. პარტნიორებს ექნებათ შესაძლებლობა კონკურენტუნარიან ფასად ქვეყანაშივე ევროსტანდარტის შესაბამისი პროდუქცია შეიძინონ. იზრდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სიმძლავრეებიც.

საწარმოში დღეისათვის დასაქმებულია 70-მდე ადამიანი, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა. გარდა ამისა, იგეგმება ათამდე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტის ჩამოყვანაც.

საწამომ უკვე 30 მლ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, უახლოეს პერიოდში ქარხანა დაიწყებს მაზუთის გადამუშავებას, რის შედეგადაც გაიზრდება საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტი საბაზო ზეთებით, გაზოილით, გუდრონით და სხვა ნავთობპროდუქტებით.

დღის ამბები