26 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მერმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მერმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრას ის მეწარმეები ესწრებოდნენ, რომლებმაც საახალწლო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა და სადღესასწაულო დღეებში საკუთარი პროდუქცია წარადგინეს. ღონისძიების სტუმრებს კახა კალაძემ მადლობის სიგელები გადასცა.

"შეხვედრის მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი, მინდოდა უბრალოდ მადლიერება გამომეხატა მათთვის იმ ღონისძიებებისთვის, რაც დედაქალაქში წინასაახალწლოდ ტარდებოდა. 

ბიზნესის ჩართულობით ჩვენ მოვახერხეთ ქალაქის გალამაზება, საახალწლოდ მორთვა, ისინი ჩართული იყვნენ სხვადასხვა სკვერების და რეკრეაციული სივრცეების გალამაზებაში,"-აცხადებს კახა კალაძე. 

დღის ამბები