26 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
ბათუმში, ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტის ფარგლებში, 100 ოჯახს ბინა გადაეცემა

ბათუმში, ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტის ფარგლებში, ბინა 100 ოჯახს გადაეცემა.

ქალაქში 4 სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა. პროექტი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ადგილზე დაათვალიერეს.

"ეფექტური სოციალური პოლიტიკა და მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი გამოკვეთილი  პრიორიტეტი. ამიტომ აჭარის მთავრობა, შესაბამის  მუნიციპალიტეტებთან ერთად ახორციელებს და განაგრძობს, როგორც დაფინანსებას, ასევე პროექტების ერთობლივ განხორცილებას.

მნიშვნელოვანია, რომ უკვე ბათუმის მუნიციპალიტეტმა შეძლო 200 ოჯახის დაკმაყოფილება ახალი, უსაფრთხო საცხოვრისით," - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე. 

დღის ამბები