საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, "მას შემდეგ რაც სანქციები ამოქმედდა, 1000-ზე მეტი საბაჟო ოპერაცია გაუქმდა. მისივე თქმით, სანქციების ამოქმედების შემდეგ 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ბიზნეს ოპერატორები წინასწარ გააფრთხილეს, რომ გარკვეული ოპერაციის შესრულებით საერთაშორისო სანქციები ირღვეოდა, შესაბამისად, ეს ოპერაციები აღარ განხორციელდა.
ფინანსთა მინისტრმა საკითხზე საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნეს ოპერატორებთან, რათა მიაწოდოს სწორი ინფორმაცია თუ რა ითვლება სანქციების დარღვევად.