26 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ექიმების ინფორმაციით, სააკაშვილს რეანიმაციაში გადაყვანა არ სჭირდება, გონების დაკარგვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კი სიმართლეს არ შეესაბამება

ექიმების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. ის COVID 19-ის დიაგნოზით მკურნალობას განაგრძობს.

 "ვივამედისკლინიკური დირექტორის, ზურა ჩხაიძის თქმით, სააკაშვილს რეანიმაციაში გადაყვანა არ სჭირდება.

"პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას, ამიტომ პაციენტი აგრძელებს მკურნალობას პალატაში. რაც შეეხება კოვიდს, მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით. სატურაცია მისი არის ნორმის ფარგლებში, ჟანგბადის მიწოდებაც არ ესაჭიროება დამატებით და  რომელ აპარატზე საუბრობთ? რატომ გინდათ, რომ ეს აპარატი იქნეს გამოყენებული?

რაც შეეხება გონების კარგვის ეპიზოდებს, ეს რამდენიმე დღეა ჟღერდება, არ ვიცი რატომ, არც ერთ შემთხვევაში ექიმის, ექთნის მიერ დაფიქსირებული გონების კარგვის ეპიზოდი არ ყოფილა. მე გეუბნებით რეალობას, რაც არის, ვის რა რეალობა აწყობს, ეს ცალკე საკითხია," - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

კლინიკა იკვლევს კონტაქტებს, ვისგან დაინფიცირდა ექსპრეზიდენტი, პერსონალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ზურა ჩხაიძის ინფორმაციით, ამ დრომდე ანალიზის პასუხები არ წარმოუდგენიათ მის ადვოკატებს.

დღის ამბები