26 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
შესაძლო ტერორისტული თავდასხმა ეკლესიაში - ესპანეთში 1 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

სამხრეთ ესპანეთის საპორტო ქალაქ "ალგესირას" ეკლესიაში ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 4 დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელ მამაკაცს მაჩეტეჩე, ან სამურაის ტიპის მახვილი ჰქონდა. ესპანეთის უმაღლესი სასამართლო აპირებს გამოიძიოს მკვლელობა, როგორც შესაძლო ტერორისტული თავდასხმა. პოლიციის სპიკერმა დამატებით დეტალების გაცემაზე უარი განაცხადა.

დღის ამბები