საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიასთან დაკავშირებით - მერიის, საკრებულოსა და საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, ეროვნული სკრინინგ ცენტრის საბურთალოს ფილიალს ეწვივნენ.
სკრინინგ ცენტრის დირექტორმა სტუმრებს ფილიალი დაათვალიერებინა და მუშაობის სპეციფიკაც გააცნო. ასევე, ინფორმაცია მიაწოდა ფილიალის განვითარების სამომავლო გეგმებზე.