ვაშინგტონი უკრაინისთვის „M1 აბრამსის“ ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს ავრცელებს. პენტაგონის ინფორმაციით, დახმარების პაკეტის ჯამური ღირებულება 400 მილიონი დოლარია და ის 3 ტანკთან ერთად, რვა ტაქტიკურ მანქანასა და წვრთნების დაფინანსებას ითვალისწინებს.
რაც შეეხება, ტანკებს გერმანიიდან - გერმანიის მინისტრის ინფომრაციით, ლეოპარდის ტანკები უკრაინაში 3 თვის განმავლობაში ჩავა.
პარალელურად, სლოვაკეთი მზად არის, უკრაინისთვის საკუთარი "მიგ-29" თვითმფრინავების გადაცემა განიხილოს. განცხადება ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.
ამავე დროს, უკრაინაში ლეოპარდ 2-ის ტანკების გაგზავნა დაადასტურა ნორვეგიამ.