26 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
reuters: ესპანეთში დააკავეს 74 წლის მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია წერილებით ბომბების გაგზავნაში

ესპანეთის ეროვნულმა დააკავა 74 წლის მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია წერილებით 2022 წელს ბომბების გაგზავნაში, მათ შორის უკრაინის და აშშ-ს საელჩოებში, ასევე პრემიერ-მინისტრის ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში,- ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ასაკოვანი მამაკაცი საკუთარი სახლის ჩხრეკის დროს აიყვანეს, თუმცა დაკავებლს არ აქვს კრიმინალური წარსული და პენსიაზე გასვლამდე იგი ვიტორიას საკრებულოში მუშაობდა.

ამასთან, ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში ესპანეთში სხვადასხვა ადგილას გაგზავნილი ექვსი წერილობითი ბომბით არავინ დაიღუპა, თუმცა ერთ-ერთი პაკეტის გახსნისას, უკრაინის საელჩოს თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა.

თავდასხმის სამიზნე ობიექტებს შორის იყო პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ოფიციალური რეზიდენცია, ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო და საჰაერო ბაზა მადრიდის მახლობლად, საიდანაც ესპანეთის მიერ შემოწირული იარაღი იგზავნება უკრაინაში.

როგორც სხვადასხვა ბეჭდური მედია იუწყება, დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც "ნიუ-იორკ თაიმსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასავლური სადაზვერვო სამსახურები ესპანეთში წერილების გავრცელებას ბომბებით უკავშირებდნენ რუსულ ულტრამემარჯვენე ჯგუფს, რუსეთის იმპერიულ მოძრაობას, რომელიც შეიძლება კონტროლდებოდეს რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოდან.

დღის ამბები