გერმანიაში, დანით შეიარაღებული მამაკაცი მოძრავი მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ,- ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდამსხმელი 30 წლამდე მამაკაცია და იგი პოლიციამ სადგურზევე დააკავა. მატარებელ რეისს კილიდან ჰამბურგში ასრულებდა.