საგარეჯოს მერი ავთანდილ გულიკაშვილი აცხადებს, რომ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მერიისგან 5 000 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
ამასთან, ტრაგედიის დროს დაშავებულ ხუთ ადამიანს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსებით სარეაბილიტაციო და სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს აუნაზღაურებს.
"საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით,
20 იანვარს, საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ფულადი დახმარება გაეწევა - თითოეულ ოჯახს 5000 ლარის ოდენობით.
ტრაგედიის დროს ხუთ დაშავებულს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსებით სარეაბილიტაციო და სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს აუნაზღაურებს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი და მერიის თანამშრომლები კიდევ ერთხელ გამოთქვამენ ღრმა მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებენ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს.
დაშავებულებს კი, მალე სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებენ,"-აღნიშულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის: საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი 20 იანვარს გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი და დაიჭრა ხუთი პირი. ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.