26 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
 "ლეოპარდი 2-ის" ტიპის ტანკები მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინელების საბრძოლო შესაძლებლობებს - იენს სტოლტენბერგი 

ნატო-ს გენერალური მდივანი მიესალმება გერმანიის განცხადებას, უკრანისთვის "ლეოპარდი 2-ის" ტიპის ტანკების გადაცემის შესახებ.

როგორც იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ აღნიშნული მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინელების საბრძოლო შესაძლებლობებს.

კითხვაზე, ამერიკული "აბრამსებისა" და გერმანული "ლეპარდების" უკრაინელებისთვის მიწოდებით, შეძლებს თუ არა ქვეყანა გამარჯვებას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ უფრო მეტი მხარდაჭერა, არა მხოლოდ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინა გადარჩეს, არამედ იმისთვისაც, რომ შეძლოს საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება და გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა ქვეყანამ.

"ჩვენ თუ გვსურს, უკრაინამ შეძლოს რუსეთის მომავალი თავდასხმებისგან როგორც თავის დაცვა – და ჩვენ ვიცით, რომ რუსები გეგმავენ ახალ თავდასხმებს-ასევე ტერიტორიების დაბრუნება, ჩვენ უნდა მივცეთ მეტი შეიარაღება, უფრო მძიმე და თანამედროვე იარაღი,"- განაცხადა სტოლტენბერგმა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიამ თანხმობა განაცხადა უკრაინას "ლეოპარდი 2-ის" ტიპის 14 ერთეული ტანკი გადასცეს და მისი ოპერირებისთვის უკრაინელი სამხედროები საკუთარ ტერიტორიაზე მოამზადოს.

დღის ამბები