26 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
უნდა შეწყდეს სააკაშვილის საკითხზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება - არჩილ თალაკვაძე ლიზა იასკოს

უნდა შეწყდეს სააკაშვილის საკითხზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რადგან რეალურად ის სასჯელს იხდის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ შორის არსებობს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც იგივე გარემოებები უტყუარად დადასტურებულია,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ უკრაინის რადას დეპუტატს, ლიზა იასკოს, რომელმაც  PACE-ს პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ  საქართველოში მიხეილ სააკაშვილი ჰყავთ უკანონოდ დაპატიმრებული და მისი უფლებები ირღვევა. ასევე, იასკომ უკმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ წინა სესიაზე მიღებული რეზოლუციის შემდეგ ევროსაბჭოს კონკრეტული ქმედებები არ განუხორციელებია.

არჩილ თალაკვაძის თქმით, სააკაშვილი მოთავსებულია ერთ-ერთ საუკეთესო სამოქალაქო კლინიკაში და სახელმწიფოს მხრიდან არსებობს სრული მზადყოფნა ნებისმიერი ექიმის და სამედიცინო რესურსის ჩართვაზე, რომელსაც მისი ოჯახი დამატებით მოითხოვს. თალაკვაძემ განაცხადა, რომ ის, რაც წინა სესიაზე მოხდა, როცა სრულიად უსაფუძვლო და არაობიექტური ტექსტი სააკაშვილის შესახებ დაემატა რეზოლუციას, აღარ უნდა განმეორდეს, რადგან ეს არის აქ მყოფი დეპუტატების და საზოგადოების მოტყუება.

დღის ამბები