26 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
ვინ როგორ ხედავს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს ორად გაყოფილ ”ნაციონალურ მოძრაობაში”  - ხაბეიშვილი სააკაშვილის გასათავისუფლებლად ძალადობრივ მეთოდებსაც განიხილავს

არჩევნებამდე 3 დღით ადრე, ორად გაყოფილ ”ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირების ახალი ტალღაა. მიზეზი ამჯერადაც პატიმრობაში მყოფი მათი ლიდერის საკითხია. ვინ როგორ ხედავს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას - თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი, მოქმედ თავმჯდომარეს ისევ უმოქმედობაში ადანაშაულებს და სააკაშვილის გასათავისუფლებლად ძალადობრივ მეთოდებსაც განიხილავს.

ხაბეიშვილის ფიზიკური წინააღმდეგობის გზას ემხრობიან მისი მხარდამჭერები აჭარის რეგიონულ ორგანიზაციაში, თუმცა, ამტკიცებენ, რომ მათი ყველა ქმედება კონსტიციის ფარგლებში მოექცევა. ძალადობრივ მოწოდებებს არასერიოზულად აღიქვამენ მელიას ფლანგში, ამბობენ, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატის გუნდი ექს-პრეზიდენტის აქტიური ხსენებით უბრალოდ მანიპულირებს

ლევან ხაბეიშვილის მომხრეები კი სპეკულაციას დაპირისპირებული ფლანგის შეფასებებში ხედავენ. კონკრეტულად რას გულისხმობდა თავმჯდომარეობის კანდიდატი სააკაშვილის ფიზიკურად დახსნაში - განმარტებების გაკეთება დღეს მის თანამოაზრეს, პეტრე ცისკარიშვილს მოუწია.

იზიარებს თუ არა, სააკაშვილის ძალადობრივი გზით გათავისუფლების იდეას ? - ხატია დეკანოიძე, უკვე რამდენიმე კვირაა პარტიის შიდა დაპირისპირებაზე აღარ საუბრობს, ლევან ხაბეიშვილს კი განცხადებების გაკეთების დროს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

სააკაშვილის გათავისუფლების რადიკალური ხედვა აქვს თავმჯდომარეობის კიდევ ერთ კანდიდატს, გიორგი მუმლაძეს, რომელიც პარტიას საარჩევნო მანიპულაციებში ადანაშაულებს. მისგან განსხვავებით, ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების გზა კანონზე გადის ნონა მამულაშვილისთვის.

ხაბეიშვილის გეგმას საპარლამენტო უმრავლესობა სერიოზულად არ აღიქვამს. საკანონმდებლო ორგანოში თავმჯდომარეობის კანდიდატის მისამართით დღეს ვეფხისტყაოსნიდან აფორიზმებიც ისმოდა.

ორ ბანაკად გაყოფილი პარტია ახალ თავმჯდომარეს კვირის ბოლოს აირჩევს

დღის ამბები