ვენაში სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე გავრილოვმა განაცხადა, რომ კიევის მიერ ურანის ჭურვების გამოყენება "ლეოპარდ 2-ის" ტიპის ტანკებისთვის მოსკოვის მიერ განიხილება, როგორც ბინძური ბირთვული ბომბების გამოყენება
"ჩვენ ვაფრთხილებთ კიევის სამხედრო მანქანის დასავლელ სპონსორებს, არ წაახალისონ ბირთვული პროვოკაციები და შანტაჟი. ჩვენ ვიცით, რომ "ლეოპარდ 2-ის" ტიპის ტანკი, ასევე ქვეითთა საბრძოლო მანქანები: "ბრედლი" და "მარდერი" აღჭურვილი არიან ქვეკალიბრული ურანის ბირთვიანი ჯავშანსატანკო ჭურვებით, რომლის გამოყენება იწვევს ტერიტორიის დაბინძურებას, როგორც ეს მოხდა იუგოსლავიასა და ერაყში.
იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ჭურვები მიეწოდება კიევს ნატო-ს მძიმე სამხედრო აღჭურვილობისთვის, ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც ბინძური ბირთვული ბომბების გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ, ყველა შემდგომი შედეგით,"-განაცხადა რუსმა დიპლომატმა ეუთო-ს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორუმზე გამოსვლისას.
გავრილოვის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა აიძულეს გერმანია, მიეღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის გადაცემის შესახებ.