გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამორიცხა გერმანელი ჯარისკაცების გაგზავნა უკრაინაში რუსეთთან საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად,- ამის შესახებ მან გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
"გერმანია არ მიაწვდის საბრძოლო თვითმფრინავებს და არ გაგზავნის სამხედროებს უკრაინაში არც ახლა და არც მომავალში,"- განაცხადა ოლაფ შოლცმა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის სიტყვებს გერმანული გამოცემა ZDF ავრცელებს.