26 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
ქუთაისის მერია უკრაინის ქალაქ დნიპროს გენერატორს გაუგზავნის

ქუთაისის მერია უკრაინის ქალაქ დნიპროს გენერატორს გაუგზავნის - ამის შესახებ  ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე განაცხადა. ადგილობრივი ხელისუფლება დნიპროს მერის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ქუთაისიდან დახმარების საჭიროებაზე საუბრობდა.

გადაწყვეტილებას მიესალმა ოპოზიციაც. ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის გარდა, უშუალოდ ქუთაისის მერიის მიერ 50 ათასი ლარი გადაირიცხა უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზე. ქუთაისში ამჟამად უკრაინიდან ჩამოსული 400-მდე უკრაინელი ცხოვრობს.

"უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან და მას შემდეგ, რაც სუვერენულ სახელმწიფოში შეიჭრა ოკუპანტი რუსეთის ფედერაცია ჩვენ არაერთი ღონისძიება განვახორციელეთ, მათ შორის ჰუმანიტარული მიმართულებით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის თუ რას ნიშნავს დევნილობა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინელ მოქალაქეებს მხარი დავუჭიროთ, ასევე იმ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან დევნილობაში და ქუთაისში, ამავე დროულად ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რო მეტად მგრძნობიარე საკითხი, რომელიც ეხება უშუალოდ მოქალაქეებს და ჩვენს დამეგობრებულ ქალაქებს უმალვე ვუპასუხოთ მათ გამოწვევებს," - აცხადებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.

დღის ამბები