ტანკების, ოღონდ საკმარისი რაოდენობის საბრძოლო ტექნიკის დროულად მიწოდების აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.
"ჩვენ გვჭირდება ძლიერი სახელმწიფო, და უკრაინა სწორედ ასეთი იქნება" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან ომში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ყველა პარტნიორს, ვინც უკრაინას ომში მხარდაჭერას უცხადებს, მადლობა გადაუხადა .
"რუსეთი აგრესიის ახალი ტალღისთვის იმ ძალებით ემზადება, რისი მობილიზებაც შეუძლია. ეს ნიშნავს რომ თითოეულმა ჩვენგანმა თავისუფალ სამყაროში თანამშრომლობა უნდა გავაძლიეროთ. ჩვენმა ძალებმა ომში ინიციატივა უნდა შეინარჩუნონ. ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას - საზოგადოება იხილავს თითოეულ მათგანს და დარწმუნებული ვარ, მხარს დაუჭერს. ყველა შიდა საკითხი, რომელიც აფერხებს სახელმწიფოს, მოიხსნება და ეს ასე გაგრძელდება. ეს არის აუცილებელი და სამართლიანი პირობაა ჩვენი თავდაცვისთვის, ეს ხელს უწყობს ჩვენს ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოებას. ჩვენ გვჭირდება ძლიერი სახელმწიფო და უკრაინა სწორედ ასეთი იქნება," - განაცხადა ზელენსკიმ.